საბერძნეთთან მოგებაც შეგვეძლო – ხვიჩა კვარაცხელია

0
75

სალონიკიში საბერძნეთის ნაკრებთან გამართული მატჩის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელმა გოლი გაიტანა და საქართველოს ეროვნულ გუნდს ქულა მოუტანა.

„საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ,“ – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მან მჭიდრო სათამაშო გრაფიკის სირთულეებზე ილაპარაკა:

„ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა“.

კვარაცხელიას თქმით, ნაკრებმა პირველი სამი ქულა შემდეგ მატჩებში უნდა მოიპოვოს:

„შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან“.