რუსეთი თურქეთის მიმართულებით ავიამიმოსვლას აჩერებს

0
905

რუსეთის ფედერაცია თურქეთის მიმართულებით 15 აპრილიდან პირველი ივნისის ჩათვლით საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, საუბარია როგორც რეგულარულ, ასევე, ჩარტერულ ფრენებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Ria Novosti ავრცელებს.

რუსეთის ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა საჰაერო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად კორონაპანდემიას ასახელებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და იმ სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შენარჩუნება, რასაც მივაღიწეთ“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ამასთან, დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით რუსეთი თურქეთის მისამართით სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ანკარაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ რუსეთმა ერთგვარი უკმაყოფილება გამოთქვა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა თურქეთი მკაცრად გააფრთხილა.