რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობს

0
101

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობს, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა სმოროდინცევის სახელობის გრიპის კვლევით ინსტიტუტში მუშავდება და პირველ შედეგებს უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

”დღეს ამ ინსტიტუტის სივრცეში მუშავდება ახალი ვაქცინა კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგოდ. უახლოეს მომავალში პირველ წინასწარ შედეგებს ველოდებით სამეცნიერო განვითარების კუთხით”, – განუცხადა მურაშკომ ჟურნალისტებს.

ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი ლიოზნოვმა აღნიშნა, რომ ვაქცინის კლინიკური კვლევების დაწყება იგეგმება შემოდგომაზე, ხოლო ზამთარში ან მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდეს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე რუსეთში კორნავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა დარეგისტრირებული. ესენია „სპუტნიკV“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“.