რომის პაპი მზადაა, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შუამავალი იყოს

0
143

რომის პაპი ფრანცისკე მზადაა, შუამავლობა გაუწიოს ვლადიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დიპლომატი კარდინალი ლეონარდო სანდრი აცხადებს, რომ ვატიკანის კრებამ არაფერი იცის ამგვარი შეხვედრის მომზადების შესახებ, მაგრამ მიაჩნია, რომ წმინდა საყდრის შუამავლობა მაინც შეიძლება მოხდეს მინსკის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

კარდინალის თქმით, შერიგების ხელშესაწყობად პაპ ფრანცისკეს შეუძლია შეხვედრაზე დასწრება.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვატიკანი იდეალური ადგილი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის. ზელენსკი თვლის, რომ ვატიკანი შესაძლოა, ის ადგილი იყოს, სადაც კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს შეხვდება.