რომის პაპი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

0
101

რომის პაპმა ფრანცისკემ მართლმადიდებლებს აღდგომა მიულოცა.

ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

“ყველაზე გულწრფელად გილოცავთ მართლმადიდებლური ეკლესიების ძვირფას დებსა და ძმებს და კათოლიკურ ზოგიერთ აღმოსავლეთის ეკლესიას, რომლებიც დღეს იულიუსის კალენდრის მიხედვით ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!” – განაცხადა რომის პაპმა.