როგორია ირაკლი ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

0
56

პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის რა თქმა უნდა ყველა შესაფერის მკურნალობას ჩაიტარებს, რაც ამ შემთხვევაში ტარდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ამ დროისათვის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

“უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის რა თქმა უნდა ყველა შესაფერის მკურნალობას ჩაიტარებს, რაც ამ შემთხვევაში ტარდება. ამ დროისათვის მისი მკურნალობა მიმდინარეობს თვითიზოლაციაში”, – განაცხადა გაბუნიამ.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.