როგორ უნდა მოიქცნენ „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აცრილი პირები – თამარ გაბუნიას განმარტება

0
66

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ნებისმიერი ასაკობრივ ჯგუფს მიკუთვნებულ პირებს, რომლებიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზით არიან აცრილები, შეუძლიათ იმუნიზაცია პრეპარატის მეორე დოზით შესაბამისი ინტერვალით ჩაიტარონ.

თამარ გაბუნიას თქმით, აღნიშნულის საწინააღმდეგო რეკომენდაცია არ არსებობს:

“რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მეორე აცრას, აქ რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ არ არსებობს. ამრიგად, მან, ვინც ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოდ ჩაიტარა ვაქცინაცია პირველი დოზით, შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ვაქცინის, როდესაც მოუწევს 8-12 კვირიანი ინტერვალით ვაქცინაციის ჩატარება” — აცხადებს თამარ გაბუნია.

დრევანდელ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ, ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ გაფართოვდება “ასტრაზენეკას” ვაქცინით ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი. შესაბამისად, აღნიშნული ვაქცინით კვლავ აიცრებიან 55 წელს ზემოთ ადამიანები, უფრო ახალგაზრდებს კი სახელმწიფო სხვა ვაქცინას შესთავაზებს.

როგორც გაბუნიამ დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ „ევროპის წამლის სააგენტომ“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს „ასტრაზენეკას“ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.