როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ცნობილი ისტორიული პიროვნებების შთამომავლები (ფოტოები)

0
45

როდესმე დაინტერესებულხართ, როგორ ცხოვრობენ ცნობილი ისტორიული პიროვნებების შთამომავლები? აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა დღეს წინაპართა კარიერას აგრძელებს, თუმცა არიან გამონაკლისებიც.

მოდით, გავიცნოთ რამდენიმე მათგანი:

თომას და პოლ აინშტაინები – ალბერტ აინშტაინის შვილთაშვილები

ექიმი თომას აინშტაინი – გამოჩენილი ფიზიკოსის, მიზიდულობის კანონის ავტორის, ალბერტ აინშტაინის შვილთაშვილია. მან სამედიცინო სკოლა დაამათავრა და ახლა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი კლინიკის ამბულატორიას ხელმძღვანელობს. იგი ოთხ ენაზე საუბრობს.

ალბერტის კიდევ ერთი შვილთაშვილია პოლი, რომელიც გამოჩენილი წინაპრის კვალს არ გაჰყვა და მეცნიერებას ხელოვნება ამჯობინა. იგი მევიოლინეა და ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.

 

რაილი კიო – ელვის პრესლის შვილიშვილი

როკენროლის მეფის უფროსი შვილიშვილი დედის კვალს გაჰყვა და მსახიობის პროფესია აირჩია. ცნობილია თავისი როლით, ფილმში: „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“.

 

დრეი ჰემინგუეი – ერნესტ ჰემინგუეის შვილთაშვილი

დრეი ამერიკელი მოდელი და მსახიობია. ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან, როგორებიცაა: Gucci, ჟან-პოლ გოტიე და H&M. 2016 წელს დრეის ჟურნალ „პლეიბოის“ „თვის გოგონა“-ს სტატუსი მიენიჭა.

უნა ჩაპლინი -ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი

უნა ჩაპლინმა სამეფო აკადემია დაამთავრა, დრამის ხელოვნების განხრით. ახლა მსახიობი 31 წლისაა.

 

კრის ევანსი – სტალინის შვილიშვილი

რთული დასაჯერებელია, რომ ამ სახელითა და გვარით ცხოვრობს სტალინის შვილიშვილი. კრისტინა, სვეტლანა ალილუევას უმცროსი ქალიშვილია. მისი დაბადების სახელია ოლგა, მაგრამ მას არ უყვარდა თავისი სახელი და როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა, შეიცვალა იგი.

2011 წელს კრისტინამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „დედაჩემი მთელი ცხოვრება ცდილობდა საკუთარი თავის პოვნას და მამის აჩრდილიდან გამოსვლას. მე ეს შევძელი, რადგან რაც მან გააკეთა ჩემთვის არის ამაზრზენი“.

ელისონ ლე ბორჟი- ალენ დელონის შვილიშვილი

ელისონი არის მოდელი და მსახიობი. გადაღებულია ფილმში „ცისფერი კუნძული, თუმცა ამჟამად სამსახიობო კარიერას ჩამოშორდა და მხოლოდ მოდელობითაა დაკავებული.

 

ემმა ფერერი – ოდრი ჰეპბერნის შვილიშვილი

ემმა გახლავთ მოდელი და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და სამოდელო ბიზნესში თავი პირველ ნაბიჯებს დგამს. გოგონას ჰყავს ორი ძმა: გრეგორი და სანტიაგო.

დიანა ვიდმაიერ პიკასო – პაბლო პიკასოს შვილიშვილი

დიანა, პაბლო პიკასოსა და მისი საყვარლის – მარი ტერეზ ვალტერის შვილის, მაი პიკასოს ქალიშვილია. დიანა ისტორიკოსია, ამავდროულად ხელოვნებითაა გატაცებული.