რიონის ხეობაში “ენკას” ახალი დირექტორი ჩავიდა – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

0
53

რიონის ხეობაში თურქული კომპანია “ენკას” ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა. “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკება ამჯერადაც უშდეგოდ დამთავრდა.

ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს ხეობაში მისასვლელი გზებზე შეზღუდვები აქვთ დაწესებული.

“რიონის ხეობის მცველების” განცახდებით, პოლიციის თანხლებით მისი მოსვლა უბრალოდ თვალსაჩინოდ დამუქრება იყო.

“მნიშვნელოვანია ეს პროექტი, არამარტო ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ბევრი რამეა ამ პროექტზე დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ ყველა იმ ადამიანთან შევძლებთ საერთო ენის გამონახვას ვისაც აქვს კითხვები. ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო დამოუკიდებლობა, დღეს ეს ყველაფერი კი ამ ხეობაში ამ პროექტზე გადის,”- აღნიშნა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ “რიონის ხეობის მცველები” ჰესის მშენებლობას უკვე 160 დღეა აპროტესტებენ და ადგილზე ღამეს კარავში ათენებენ.