რატომ ელოდებით, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაგმობს რუსეთის მიერ თქვენს ოკუპაციას? – ტომას ილვესი

0
449

„რატომ ელოდებით, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაგმობს რუსეთის მიერ თქვენს ოკუპაციას, როდესაც თქვენ ხმას არ იღებთ, როდესაც თქვენს მეზობელს ემუქრებიან“,- ასეთი მოწოდება გააკეთა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უკრაინასა და რუსეთს შორის გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

ტომას ჰენდრიკ ილვესი ტვიტერზე წერს, რომ საქართველო-რუსეთის ომის დროს, მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ის საქართველოში ჩამოფრინდა და ახლა უკვირს ქართული მხარის პასიურობა რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულ ვითარებასთან მიმართებით.

„როდესაც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრნენ, მე არა მხოლოდ პოზიცია დავაფიქსირე, არამედ შუა ომის დროს ჩამოვფრინდი კიდეც, გაკვირვებული ვარ. რატომ ელოდებით, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაგმობს რუსეთის მიერ თქვენს ოკუპაციას, როდესაც თქვენ ხმას არ იღებთ, როდესაც თქვენს მეზობელს ემუქრებიან“,- წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.