რატომ არ გაიკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

0
44

პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მას ჩაუტარდება ყველა შესაფერისი მკურნალობის ფორმა. ამ დროისთვის პრემიერის მკურნალობა გრძელდება თვითიზოლაციაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, პრემიერ-მინისტრი გეგმიური ვაქცინაციის ჯგუფს არ მიეკუთვნება, ხოლო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით მისი წინასწარ აცრა საჭიროდ არ ჩაითვალა.

„აცრების გეგმა მიჰყვება მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობაას. ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არცერთ ჯგუფს, რომლისთვისაც, გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული ვაქცინაცია განსაზღვრულია. მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ.

პრიორიტეტი არ ენიჭება არცერთ სახელმწიფო მოღვაწეს, მათ შორის არც მთავრობის ხელმძღვანელს, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთოს. აქ მნიშვნელოვანია რომ შევინარჩუნოთ რიგითობა, პრიორიტეტულობა და სამართლიანობა ვაქცინების განაწილების პროცესში. არც ყოფილა საუბარი, რომ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი აცრილიყო, ამას მიეცემოდა მხოლოდ პიარული სახე“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.