რაც დავით გარეჯში მოხდა, სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაციაა – ვოლსკი

0
245

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ის, რაც დავით გარეჯში მოხდა, სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაციაა.

“ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ვთქვათ სავაჭრო ცენტრში, კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როდესაც ერთი მხრივ სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, მეორე – გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე – დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავით გარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნას გამოყენებული პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დავით გარეჯში „მთავარი არხის“ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ