რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციაზე – NCDC ინფორმაციას ავრცელებს

0
92

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის პროცესის შესახებ სოციალურ ქსელში დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

„რა ნაბიჯებს გადიხართ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის:

დაჯავშნეთ ვიზიტი  booking.moh.gov.ge

სამედიცინო დაწესებულებაში გამოცხადდით 10 წუთით ადრე.

რეგისტრაციას შემდეგ აცრის კაბინეტში გაივლით ექიმთან კონსულტაციას.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ გადმოგეცემათ აცრის ბარათი.

ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით 30-45 წუთი დაყოვნდებით სამედიცინო პირის მეთვალყურეობის ქვეშ.

ვაქცინაციას შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ აცრის შემდგომი გვერდითი მოვლენები გაწუხებთ ან არ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმართეთ ოჯახის ექიმს ს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22.

ვაქცინაცია თქვენი სამოქალაქო უფლებაა. გამოიყენეთ ეს უფლება. გისურვებთ ჯანმრთელობას!

აცრის დასაჯავშნად ეწვიეთ პორტალს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22″, – აღნიშნულია ინფორმაციაში.