ქუთაისი “გვირილობას” აღნიშნავს

0
83

დღეს ქუთაისში “გვირილობას” აღნიშნავენ.

ეს დღესასწაული ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდა. ის გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის საქველმოქმედო საქმეს უკავშირდება, როდესაც მან თანატოლ გოგონებთან ერთად გვირილების კრეფა და გაყიდვა დაიწყო.

შეგროვებული თანხით ისინი ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

გვირილობა ყოველ წელს, 2 მაისს აღინიშნება.