ქობულეთში ხანძარს ებრძვიან – ცეცხლი 3 ჰექტარზეა გავრცელებული

0
48

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ხანძარია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 3 ჰექტარამდე ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანშრო-სამაშველო ბრიგადები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. დაშავებულები არ არიან.