პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Netflix-ის პროექტზე მუშაობენ

0
43

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქველმოქმედო ორგანიზაცია Archewell Productions-ი Netflix-თან ერთად ახალ პროექტზე იმუშავებს, რომელიც ემყარება სპორტსმენთა მომზადების ისტორიას  ტურნირზე სახელწოდებით “დაუმარცხებელი თამაშები” (The Invictus Games). ტურნირი პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წელს ჩატარდა.

დოკუმენტური სერიალი ყოფილ სამხედროებს შეეხება, რომლებიც პარაოლიმპიური სპორტსმენები გახდებიან. პროექტის სახელწოდებაა “დაუმარცხებელი გული”  (Heart of Invictus), ხოლო სერიალის რეჟისორი ორლანდო ფონი იქნება.

https://www.cbsnews.com/news/meghan-markle-prince-harry-netflix-heart-of-invictus/