პაპი ფრანცისკე ქართველი ხატმწერის მიერ დაწერილ ხატთან ლოცულობს – ყოველწლიური სააღდგომო რიტუალი ვატიკანში

0
150

ვატიკანში, სააღდგომო წირვისას პაპი ფრანცისკე და კათოლიკე მორწმუნეები კვლავ ქართველი ხატმწერის მიერ დაწერილი ხატის წინაშე ლოცულობდნენ. ქრისტე-მეუფის ხატი ამირან გოგლიძის მიერაა დაწერილი.

სააღდგომოდ მისი გამოტანის ტრადიცია წინა პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ დაამკვიდრა და პაპმა ფრანცისკემ გააგრძელა.

„პაპ იოანე-პავლე მეორეს სამი წლის წინ თბილისში შევხვდი და ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. მართლმადიდებლური მაცხოვრის ხატი იყო ადრინდელი პერიოდისა, რომელსაც ხელთუქმნელად მიიჩნევდნენ. ნახეს, შეისწავლეს ნახატი რა შინაარსის იყო, როგორი საღებავებით შესრულებული. ვინაიდან პაპს ჩემს რამდენიმე მინიატურულ ნამუშევარზე უკვე ჰქონდა წარმოდგენა, ორიენტაცია ქართული ხატის მაგალითზე აიღეს. მკითხეს, თუ დრო და შესაძლებლობა გაქვთ, რომ დახატოთო. ვუპასუხე: ჯერ უწმიდესისგან ავიღებ კურთხევას. თუ მაკურთხებს, რომ შევასრულო, შევასრულებ-მეთქი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთა, რომელიც სამ თვეში დაიხატა. დაფას გამოსახულებაც აღარ შერჩენოდა, მხოლოდ ფონები იყო ალაგ-ალაგ, ცოტ-ცოტა საღებავები. ამიტომ თავიდან დაიხატა. პერანგი კი თვითონ იტალიელების მიერ გაკეთდა ვერცხლში მოოქრული. პირველი ხატია, რომელსაც ყოველწლიურად აღდგომისთვის გამოაბრძანებენ მოედანზე და ლოცვას აღავლენენ“, – იხსენებს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამირან გოგოლაძე.

ამირან გოგლიძე დღეს მსოფლიო მხატვართუხუცესთა ხუთეულშია შესული.