პანდემიის პირველ ეტაპზე გახარიას მიერ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით სასაყვედურო არაფერი მაქვს – ნიკოლოზ სამხარაძე

0
55

პანდემიის პირველ ეტაპზე გახარიას მიერ მიღებული ზომებთან დაკავშირებით სასაყვედურო არაფერი მაქვს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ამით მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, გახარია კარგი კრიზისმენეჯერია თუ არა.

„ეს საკმაოდ ზოგადი კითხვაა. თუ მეკითხებით პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხს, პირველ ეტაპზე, ზაფხულამდე საქართველოს მთავრობამ, მისი ხელმძღვანელობით პანდემიას თავი ძალიან კარგად გაართვა. თუ ამას ავიღებთ საზომად, გახარიამ ამ შემთხვევაში კარგად იმუშავა. 2020 წლის გაზაფხულზე მიღებული ზომების მხრივ გახარიას სასაყვედურო არაფერი არ მაქვს.

თუმცა მე გაგახსენებთ, თებერვალში როდესაც ის გადადგა, ვთქვი, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო. როდესაც ახალი გარემოება დადგა, ამ პერიოდში მისი გადადგომა პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყო. ახლაც იმავე პოზიციაზე ვრჩები“, – განაცხადა სამხარაძემ.