მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის თურქეთს, გააანალიზონ კიევის მუდმივი საომარი რიტორიკა – სერგეი ლავროვი

0
82

სერგეი ლავროვი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, მათ შორის თურქეთს, უარი თქვან კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებასა და გაღვივებაზე.

ამის შესახენ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რეპორტიორებმა ლავროვს კითხვა დაუსვეს ანკარას მიერ კიევისთვის შეტევითი უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებლიან სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს, და თურქეთი ერთ-ერთი მათგანია, დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, გააანალიზონ სიტუაცია, კიევის მუდმივი საომარი რიტორიკა, და ვაფრთხილებთ, რომ არ წააქეზონ და არ გააღვივონ ეს მილიტარისტული განწყობები“, – განაცხადა ლავროვმა.