ოპოზიციის ახალი გეგმა – საპროტესტო აქციების ფორმატი იცვლება

0
146

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატს ცვლის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გადავწყვიტეთ საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკებების ჩაშლის, რომლის ინიცირებაც პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა მოახდინა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისი ინფორმაციით, ხვალ კანცელარიის პიკეტირების ნაცვლად ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავამდე ავტომობილებით მსვლელობას გამართავს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. ამასთან, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტამდე გადაიდო. ამის მიზეზად ბოკუჩავა იმას ასახელებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 2 კვირა მისცა.