ოპოზიციას ნიკა მელია მძევლად ჰყავს აყვანილი – ირაკლი ქადაგიშვილი

0
59

გააგრძელებს თუ არა ვინმე მოლაპარაკებას – არჩევანი გასაკეთებელი აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც 6 თვეა ვერ გარკვეულან, საით არიან, საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ, ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ თუ დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ოპოზიციის ძალიან რადიკალური ფრთა არანაირად არ არის თანახმა არანაირი შეთანხმების მიღწევაზე. მათი სურვილი არის ერთადერთი, რომ ხელისუფლების ცვლა მოხდეს არალეგიტიმური გზით, მათი კარნახით ჩატარდეს ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, რასაც მხარს არ უჭერს არავინ, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ამიტომ დანარჩები საკითხები მათთვის არის უინტერესო.

დოკუმენტი, რომელიც ევროპულმა მედიაციამ დადო, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა, „კოჭლიც“ უწოდეს და დააფიქსირეს, რომ არც რურუაა მთავარი, მელია ხომ საერთოდ, მძევლად ჰყავთ აყვანილი. არავის გამოშვება მათთვის მთავარი არ არის, მთავარი არის ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის ისინი ყველანაირი დესტაბილიზაციის გეგმას მიმართავენ.

არჩევანი გასაკეთებელი აქვთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც 6 თვეა ვერ გარკვეულან, საით არიან, საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ, ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ თუ დესტაბილიზაცია. ეს ყველაფერი აღრეულია მათ პოლიტიკურ აზროვნებაში, მოვუწოდებ, რომ ჩამოყალიბდნენ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.