„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

0
62

„აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს“,- ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის რაიონში მომხდარი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის რთულ საცხოვრებელ პირობებს. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები კი რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო.