ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ ჩაიტანეს

0
91

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ პირველი პარტია ჩაიტანეს.

ვაქცინაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 494 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 517 და დაღუპულია 222 ადამიანი.