ოცნებამ გაიტანოს პოლიტიკური ნაგავი, რა, დავიღალეთ, რა, გაიყინა ქვეყანა

0
1090

გაიტანოს რა ქართულმა ოცნებამ ეს პოლიტიკური ნაგავი, რისთვისაც აირჩია ხალხმა ის გააკეთონ, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

„გაიტანოს რა ქართულმა ოცნებამ ეს პოლიტიკური ნაგავი, რისთვისაც აირჩია ხალხმა ის გააკეთონ. რვა წელიწადია ყელში ამოვიდა მაგათი ამბავიც, 5 კაცისთვის ვერ მიუხედიათ. დავიღალეთ, რა. გაიყინა ქვეყანა, აღარ ჩანს ხვალინდელი დღე, დავიღალეთ, რა. დღეს ქალბატონი წილოსანი მიბრძანდა ჭყონიასთან და სიუჟეტები იყო. კაცი აფინანსებს ისეთ ტელევიზიებს, ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ აძლევს ხალხს და იქ მიდის ქართული ოცნების წარმომადგენელი. ხალხის შეკვეთა 2012 წლიდან ისაა, რომ ეს პოლიტიკური ნაგავი ქვეყნიდან გაიტანოს“, – განაცხადა უცნობმა.