ნაციონალური მოძრაობის ფსევდო-პატრიოტული ისტერიის არ მჯერა, არც გიორგი კანდელაკის პროტესტის – მამუკა მდინარაძე

0
50

პუტინის ტურისტული მიზნით ჩამოსვლა თუ სპეკულაციური კითხვა არ არის, საზოგადოებამ შეაფასოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა გუშინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფსევდო-პატრიოტული ისტერიის არ სჯერა, არც გიორგი კანდელაკის პროტესტის.

„ტურისტული მიზნით საქართველოში ჩამოსული პოზნერის გამო მათ გაბრაზებას ვერ ვიჯერებ! თუ არ ვცდები, 2010 წელს პოზნერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად ცუდი და მიუღებელია, ეს ბუნებრივია და ამას არავინ გაურბის. ამას იტყვის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, მაგრამ ვითომ, ამ განცხადებას რომ აპროტესტებ და შენს გუნდში, დღევანდელი დღის მთავარ სპიკერად გამოგყავს ადამიანი, რომელმაც განცხადება კი არ გააკეთა, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს საქართველომ და ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი“, – განაცხადა მდინარაძემ.

საუბრისას მან ასევე პუტინის ტურისტული მიზნით ჩამოსვლაზე დასმულ კითხვას სპეკულაციური უწოდა.