NATO-ს გენერალური მდივანი: „ალიანსი უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობით შეშფოთებულია“

0
223

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ალიანსი სამხრეთ მეზობლის საზღვართან რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო “სერიოზულ შეშფოთებას” გამოთქვამს და მხარს უჭერს კიევის სუვერენიტეტს.

“მე ტელეფონით პრეზიდენტ ზელენსკის დავუკავშირდი, რათა უკრაინის ტერიტორიაზე და მის საზღვრებთან რუსულ სამხედრო აქტივობასა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამომეხატა.

”ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას”, – წერს სტოლტენბერგი “ტვიტერში”.

NATO-ს გენერალური მდივანის სატელეფონო საუბრამდე, უკრაინამ სოლიდარობის გზავნილები მიიღო აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

გასულ კვირას, კიევმა მოსკოვი უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულზე (რომელიც მოსკოვმა 2014 წელს შეიერთა), ათასობით სამხედროების განლაგების გამო დაადანაშაულა.

კრემლმა არ უარყო უკრაინის საზღვართან ბოლოდროინდელი სამხედრო გააქტიურება და ამტკიცებს, რომ მოსკოვი “არავის ემუქრება”. კრემლის განცხადებით, აუცილებელი “ზომები” მიღებული იქნება უკრაინაში დასავლეთის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო გააქტიურების შემთხვევაში.

https://www.barrons.com/articles/nato-chief-says-serious-concern-over-russia-s-ukraine-activities-01617701105?tesla=y