NASA-ს Insight-მა მარსზე ორი ძლიერი მიწისძვრა დააფიქსირა

0
91

NASA-ს Insight ზონდმა რეგიონში, სახელწოდებით Cerberus Fossae, 3.3 და 3.1 მაგნიტუდის ბიძგები დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ეს ზონა სეისმურად აქტიურია, სადაც 500-მდე მსგავსი ბიძგი  ერთი მარსიანული წლის წინაც (დედამიწის ორი წლის) დაფიქსირდა.

მარსზე სეისმური მოვლენების („მარსიძვრის“) შემსწავლელი InSight-ის სამეცნიერო გუნდის თქმით, მარსს არ აქვს დედამიწის მსგავსი ტექტონიკური ფირფიტები, მაგრამ მოიცავს ვულკანურად აქტიურ ზონებს, რამაც შეიძლება გრუხუნი გამოიწვიოს.

”მისიის განმავლობაში, დავაკვირდით, რომ მარსზე ბიძგის ტალღები დედამიწაზე დაფიქსირებულ მიწისძვრებს ძალიან ჰგავს,“ – თქვა სეისმოლოგმა ჯონ კლინტონმა, რომელიც  ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტში InSight-ის Marsquake Service-სს ხელმძღვანელობს.