”მხედრიონის” ყოფილ ხელმძღვანელზე თავდასხმა სცადეს – შემთხვევის დეტალები

0
630

“მხედრიონის” ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე თავდასხმა სცადეს. თეიმურაზ ხაჩიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, პარტია “ცენტრისტების” დამფუძნებელს უცნობმა პირებმა იმ დროს მიაკითხეს, როდესაც ის მეგობრის ოფისში იმყოფებოდა.

უფლებადამცველი ყვება, რომ თემურ ხაჩიშვილმა თავდამსხმელებს შორის გარდაცვლილი მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის შვილი ამოიცნო.

“10-12 უცნობი ადამიანი ოფისში მოვიდნენ. დააკაკუნა ერთმა, იკითხა თემური შენ ხარ თუ არაო და შეჭრა დააპირეს. არ შეუშვეს ესენი, ჩაკეტეს კარი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შესვლის და შეჭრის მცდელობა იყო.

90-იან წლებში გარდაცვლილი ერთ-ერთი მხედრიონის ვეფხვაძის შვილი იყო. უნდა გაარკვიოს გამოძიებამ, რა მიზნით იყო ეს ხალხი მისული, რა იყო მოტივი, ვისი დავალებით მოქმედებდნენ, ამაზე უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვბრუნდებით 90-იან წლებში”,- თქვა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

რას უკავშირდება შესაძლო თავდასხმა ადვოკატის თქმით, “მხედრიონის” ერთ-ერთი ხელმძღვანელისთვის, თემურ ხაჩიშვილისთვისაც უცნობია.