მრცხვენია, პროტესტის გამოხატვაც რომ ასეთი მდაბიური გაგვიხდა! – მაია ნიკოლეიშვილი

0
228

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„პოზნერის ფანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მრცხვენია, პროტესტის გამოხატვაც რომ ასეთი მდაბიური გაგვიხდა! – პროტესტი კი არა, “причина” და “წამოკიდება!“ ვისი? ხელისუფლების, რა თქმა უნდა, გუშინდელი, ხელოვნურად ჩაშლილი მედიაციის შემდეგი, აგრესიული გაგრძელება! ცალსახაა, რომ ამ აგრესიულ, “ურა-პატრიოტულ” პერფორმანსს არაფერი აქვს საერთო პატრიოტიზმთან! . . . კაცები ილანძრებიან, ქალები იწყევლებიან!!! სიბნელე-პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით . . . სამწუხარო ასოციაცია-ნახირი!“ – წერს მაია ნიკოლეიშვილი.