მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს

0
31

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ iz.ru იუწყება.

როგორც შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მოლაპარაკების დროს მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაციის განხილვა იქნება. „ჩვენ განვიხილავთ როგორც ორმხრივ ურთიერთობებს. ასევე ვისაუბრებთ ყველაზე მწვავე პრობლემაზე – ეს არის მთიან ყარაბაღში სიტუაციის ნორმალიზება“ – განაცხადა პუტინმა.

დაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები რეგიონში მშვიდობის გარანტიას ქმნის.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამხედრო დაჯგუფებების ურთიერთობების საკითხებს განვიხილავთ. არსებობს ასევე ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ამის თაობაზე გარკვეული დეტალების დაზუსტებაა აუცილებელი“ – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს და სომხეთს შორის ტვირთბრუნვა პანდემიის გამო შემცირდა, მაგრამ მას პანდემიამდე არსებული მოცულობების აღდგენის იმედი აქვს.