მოსკოვში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება: ცნობილია თარიღი

0
336

ფორუმი მოიცავს რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ყრილობას, კონფერენციებს, სემინარებს, ექსკურსიებსა და სხვა კულტურულ პროგრამას.

რუსეთში ქართული დიასპორტის ფორუმი მოსკოვში 20−21 მაისს ჩატარდება, ნათქვამია ფედერალური ქართული ნაციონალურ−კულტურული ავტონომიის საიტზე.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ყრილობა, კონფერენციები, სემინარები,  ექსკურსიები და კულტურული პროგრამა.

ფორუმზე მიწვეულები იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, კულტურის მოღვაწეები, სხვა ნაციონალურ−კულტურული ავტონომიების ხელმძღვანელები და სხვები.

ძირითად სამუშაო არენები იქნება რუსეთის ხალხთა სასახლე და მოსკოვის ეროვნებათა სახლი.

აღინიშნება, რომ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ფედერალური ქართული ნაციონალურ−კულტურული ავტონომია და რუსულ−ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი.