მოსახლეობის 39% აზრით, გასული წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა – IRI-ის კვლევა

0
53

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% თვლის, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა “მეტ-ნაკლებად გაუარესდა” (37%) და “მნიშვნელოვნად გაუარესდა” (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა “მეტ-ნაკლებად” ან “ძალიან” ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი.