მიხაელ გალერი: ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზე დისკუსია არ ყოფილა, არასწორი მიდგომაა, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს

0
46

ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა თუ განიხილება, კრემლს ძალიან გაუხარდება და ისინი იტყვიან, მოდით, უვიზოდ მობრძანდით რუსეთში, რაც არავის უნდა, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ევროპარლამენტარმა, საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საფრთხე დაემუქროს ვიზალიბერალიზაციას, მიხაელ გალერი პასუხობს, რომ ამ თემაზე დისკუსია არ ყოფილა.

„პირადად მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ. არასწორი მიდგომაა, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს. მწამს, რომ ასე ფიქრობენ ჩემი კოლეგებიც. ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა თუ განიხილება, კრემლს ძალიან გაუხარდება და ისინი იტყვიან, მოდით, უვიზოდ მობრძანდით რუსეთში, რაც არავის უნდა. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ ძალიან აქტიურად და გადალახონ პოლიტიკური კრიზისი, რათა საქართველო დარჩეს ევროპულ გზაზე“, – ამბობს მიხაელ გალერი.