მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას

0
137

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოს შესახებ ჩვენს მოსაზრებას, ყველაზე ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელიც ამ თემაზე საკმაოდ ღიად საუბრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ყოველთვის ნათლად ვამბობთ საქართველო-ნატოს ურთიერთობების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დავით ზალკალიანი ანკარაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება.