მესამე ტალღა საქართველოში ძლიერი არ არის – თენგიზ ცერცვაძე

0
148

„მესამე ტალღა არ არის ძლიერი საქართველოში, მიდის ზომიერად“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მესამე ტალღა არ არის ძლიერი საქართველოში, მიდის ზომიერად.

აბსოლუტურად 100 პროცენტით გამართულად მუშაობს კლინიკური სექტორი, როგორც ნაკადების მართვაზე ისე ავადმყოფების მკურნალობაზე.

კომენდანტის საათი რჩება, აღდგომის ღამეს იქნება გამონაკლისი.

ერთადერთი ყველაზე შესამჩნევი შეზღუდვა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ისმის კრიტიკული შენიშვნები, არის სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვა 2-3 და 4 მაისს, მხოლოდ სამი დღით.

ამ შეზღუდვის გარდა, არანაირი სერიოზული შეზღუდვა არ არის. პირიქით – აღდგომის შემდეგ, ერთი კვირა შვებულებაა გამოცხადებული და ადამიანებს შეუძლიათ, დაისვენონ“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძე, აღდგომის ღამეს მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.