მეოთხე ადგილზე ჩემი მეზობელი სურენა რომ ყოფილიყო, უფრო არ გამიკვირდებოდა, ვიდრე ეს უჩინარი ბაქრაძე – დავით კალანდია IRI-ის კვლევაზე

0
334

პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს:

“IRI -ის კვლევა -პოლიტიკოსების და საჯარო სახეების პოპულარობის რეიტინგი.

პირველ ადგილზე პატრიარქია, ეს სავსებით გასაგებია. აქ ორი აზრი არ არსებობს.

მეორეზე გახარიაა, მესამეზე კალაძე, მეოთხეზე კი…არ გაგეცინოთ, დავით ბაქრაძე!

(как Гуськов, опять Гуськов?)

აი, ჩემი დედას გეფიცებით, მეოთხეზე ჩემი მეზობელი სურენა ერისთავი რომ ყოფილიყო, უფრო არ გამიკვირდებოდა, ვიდრე ეს უჩინარი ბაქრაძე.

ვის ახსოვს დღეს ბაქრაძე მისი მევალეების გარდა? თქვენ გახსოვთ ბაქრაძე?

ბაქრაძე კი არა, უკვე კალაძესა და გახარიას ძლივს ვიხსენებ, ბაქრაძე კი რაღაც შორეული და არარეალური მეჩვენება.

თითქოს და, ერთგვარი მითოლოგიური, ზღაპრული პერსონაჟია. (იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბაქრაძე, იწვა მთელი დღე ბუხართან და მახათს იზომავდა. ერთ მშვენიერ დღეს უფროსმა ძმებმა, მელიამ და მგელიამ გააგდეს სახლიდან და…და ა.შ.)

ეტყობა IRI-ში ვიღაცა შეყვარებულია ბაქრაძეში, ანდა ბაქრაძეა თვითონ IRI.

არ მეზარებოდეს, გავიდოდი რუსთაველზე და დილიდან საღამომდე გამვლელ-გამოვლელს დავეკითხებოდი. და ერთი ადამიანი მაინც თუ დაასახელებდა ბაქრაძეს, საკუთარ კალოშს იქვე ადგილზე შევჭამდი. უმად.”

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნდობის რეიტინგით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ლიდერობს. ილია II-ს მოსახლეობის 89%-იანი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

გიორგი გახარია – 65%
კახა კალაძე – 54%
დავით ბაქრაძე – 52%
ნიკა მელია – 42%
ბიძინა ივანიშვილი – 40%