,,მეჩვენება თუ მიწით შეავსეს?!” – თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის დამეწყრილი ზონიდან ფოტოებს ავრცელებს

0
458

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად გაჩენილი ნაპრალი ამოვსებულია.

„მე მეგონა „ღადაობდნენ” ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო, მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ). მეჩვენება თუ ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება”,  წერს სეისმოლოგი სოციალურ ქსელში.