მე თუ მკითხავთ, პოზნერი ამ განცხადებით კიდევ ერთ “შპილკას” გვიკეთებს – მირიან ყარაულაშვილი

0
200

“ობიექტივის” დამფუძნებელი, ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ვლადიმერ პოზნერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას საქართველოში კახეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

“იმ “სამ პასპორტზე ” გადამხტარ პოზნერს დაუწერია – საპატიო კახელი ვარო!!!

ეგ ან მწარე ტყუილს ამბობს, ან ნაცნაძირალების მმართველობის პერიოდში აქვს ვიღაც ნაცისგან მიტყეპებული “პეტიო” წოდება!!!

ყოველ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, რომ არც 1991 წლიდან 2003 წლის ნოემბრამდე და არც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე მსგავსი არაფერი მომხდარა საქართველოში!!!

პ.ს.: უფრო სერიოზულად კი, არანაირი “საპატიო კახელი”-ს წოდება არ არსებობს ოფიციალურად ქართული კანონმდებლობით!
” თელავის საპატიო მოქალაქე”, “დედოფლიწყაროს საპატიო მოქალაქე”, ” გორის საპატიო მოქალაქე ” – კი ბატონო, მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველობას შეუძლია მიანიჭოს ეს წოდება მუნიციპალიტეტების მიხედვით, მაგრამ ისტორიული კუთხის მოქალაქის წოდება არსებული, მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს!!!

მე თუ მკითხავს ვინმე, ვ.ვ. პოზნერი ამ განცხადებით კიდევ ერთ “შპილკას” გვიკეთებს საქართველოს მოქალაქეებს – ამ “უნებლიე” განცხადებით საპატიო კახელის შესახებ ის რეალურად სეპარატიზმის ნაპერწკალის გაღვივებას ცდილობს საქართველოს ისტორიული კუთხეების პროვოცირებით”.