მდინარე ენგურს, გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილები გაატანეს

0
34

შამგონაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურთან, სადაც ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანები დაიღუპნენ, აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

“შეცვალეს” წევრებმა აქტივისტებთან ერთად მდინარეს სიმბოლურად გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები გაატანეს. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები რუსული ოკუპაციის მსხვერპლები არიან, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, 5 დღიანი კარანტინი, რომელიც გალელებისთვისაა დაწესებული, მოხსნას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რომელიც გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ პირებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.