მდინარე ალაზანში 60 წლამდე კაცი დაიხრჩო

0
64

კახეთში, მდინარე ალაზანში 60 წლამდე კაცი დაიხრჩო. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ალვანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი საქონელს მწყემსავდა, ცხენით მდინარის გადაკვეთა სცადა, რა დროსაც ძლიერმა წყლის დინებამ გაიტაცა.

მწყემსის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების რამდენიმე ეკიპაჟი და მოსახლეობა მონაწილეობდა.