ლონდონში დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
35

ლონდონში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. „გარდიანის“ ცნობით, მომხდარის გამო დელეგაციის წევრები სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, დიდ ბრიტანეთში ჩასულ ინდოელ დიპლომატებს გამონაკლისის სახით კარანტინის რეჟიმის გავლა არ მოუხდათ, თუმცა ისინი ყოველდღე იკეთებდნენ კორონავირუსის ტესტს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად განაგრძობს.

ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებამდე ინდოეთის დელეგაციის წევრებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებების დროს დაცული იყო სოციალური დისტანცია და ამიტომ მათთან კონტაქტში მყოფი პირების თვითიზოლაცია სავალდებულო არ არის.