კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოკითხულთა 39% არ გაიკეთებს – IRI-ის კვლევა

0
34

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი, რას მოიმოქმედებთ, გამოკითხულთა 20 პროცენტი მაშინვე აიცრება. 24 პროცენტი ამბობს, რომ აიცრება გარკვეული პერიოდის შემდეგ. 39 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრება.

ექვსი პროცენტი ამბობს, რომ აიცრება იმ შემთხვევაში, თუ ამას კანონი, ან დამსაქმებელი დაავალდებულებს.

კითხვაზე პასუხი არ იცის/არ აქვს გამოკითხულთა 12 პროცენტს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებულიმრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.