კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

0
39

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან  ერთად იმყოფებოდა  რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და  ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს  თბილისის მერის მოადგილეებმა.