„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

0
151

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს, რამდენიმე პირი დააკავეს. აქტივისტების ინფორმაციით, სულ 4 პირია დაკავებული.

აღნიშნული პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეპიკაჟები. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოჩნდა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მავთულხლართები აქვთ მიტანილი.

ამასთან, ისინი ადგილზე იმყოფებიან შემდეგი შინაარსის პლაკატებით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“.