ზურაბ ქადაგიძე „ქართულ ოცნებას“ – სასწრაფოდ დაარქვით თავისი სახელი ყველაფერს და პოლიტიკური ველიდან გაიტანეთ ეს ნაგავი,რომელიც უკვე მაგრად აყროლდა

სექტემბერი 14, 18:50
0
85

„როგორი ორკესტრირებული შეტევა მიდის ეკლესიაზე, რომ როგორმე მაქსიმალური პოლარიზაცია და დაძაბულობა შეიტანონ საზოგადოებაში იმ იმედით, რომ არჩევნებზე ერთი ხმით მეტი მიიღონ. მართლა ყველაფერი არ მოსულა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

„ჯერ ერთი ავთენტურია, თუ არა ჩანაწერები არავინ იცის და ყველა იყენებს უკანონოდ და მეორე თუ კი მართლა გამოტანილია უწყებიდან, ნუ თუ არავინ სვამს კითხვას ვინ გამოიტანა? გოგაშვილმა, საბანაძემ თუ ხოჯევანიშვილმა?რომელი ერთი არ ცდილობს პირადი ინტერესები დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა?! თუ გახარია,რომელიც ტიპური მოღალატე, მედროვე პოლიტიკანი, რომლისთვისაც ყველაფერი ერთი გახდა. ეშმაკსაც შეეკვრება ოღონდ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს.. #საქართველოსმთავრობა #ქართულიოცნება, სასწრაფოდ დაარქვით თავისი სახელი ყველაფერს და პოლიტიკური ველიდან გაიტანეთ ეს ნაგავი, რომელიც უკვე მაგრად აყროლდა!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Cesko