ზურაბ ქადაგიძე მთავარ არხს მიმართავს: თქვენ ხომ მხოლოდ “ფეიკის” კეთება იცით და უბედურების მაძიებლებად იქეცით

სექტემბერი 15, 22:14
0
77

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მთავარ არხს კადრების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.

“მთავარი არხი • Mtavari Arkhi გაასაჯაროვეთ მაგ ეგრედწოდებული ძალადობის კადრები… ხომ იღებდა ოპერატორი ყველაფერს? თქვენი თქმით ხომ იძალადეს?

გაასაჯაროვეთ კადრები თქვე “მედიატერორისტებო”!

თუმცა რას გაასაჯაროვებთ,რაც არ გექნებათ?

თქვენ ხომ მხოლოდ “ფეიკის” კეთება იცით და უბედურების მაძიებლებად იქეცით,”- წერს ქადაგიძე facebook-ზე.

Cesko