ყველაზე სუფთა რეგიონის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

ივნისი 5, 16:52
0
53

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ დაწყება გამოაცხადეს.

კონკურსის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, გამოავლინოს ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა/ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“. წლევანდელი კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულები, 2022 წელს გახდება ცნობილი.

კონკურსი ხელს უწყობს კიდევ უფრო გააქტიურდეს საზოგადოება, გაიზარდოს გარემოსდაცვითი ცნობიერება და პრიორიტეტული გახდეს ნარჩენების მართვაში საზოგადოების ჩართულობა.

კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, უკვე მეექვსედ ტარდება.