ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

სექტემბერი 12, 11:43
0
228

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისთვის მუნიციპალიტეტი მზად არის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტს ტრადიციულად ყოველ დღე ჩაუტარდება დეზინფექცია და მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარება.

„მუნიციპალიტეტი მზად არის, რა თქმა უნდა, ჩატარდება დეზინფექცია, ეს ყოველდღე ხდებოდა და ახლაც გაგრძელდება ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და მეტროში. რეგულაციების შესრულება, რომლებიც პირბადის ტარებას ეხება, მკაცრად იქნება გაკონტროლებული. მეტროს ყველა შემადგენლობას გამოვიყვანთ, რათა მოცდის დრო დაახლოებით 2,5 წუთი იყო. ამით საზოგადოების მაქსიმალურად სწრაფად გადაყვანას ვუზრუნველყოფთ. იგივე მდგომარეობა გვაქვს ავტობუსების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილი გვაქვს 180 ავტობუსის შესყიდვა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იყოს ყველაზე კომფორტული, სწრაფი და სასიამოვნო“, – განაცხადა კალაძემ.

Cesko