ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ უნდა საპატრიარქოსთან საქმის გაფუჭება – ელისაშვილი ნინოწმინდის პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

ივნისი 4, 13:36
0
197

არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებას არ უნდა საპატრიარქოსთან და მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქმის გაფუჭება, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ყველგან უნდა მიესვლებოდეს და ყველგან ჰქონდეს შემოწმების უფლება. არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებას არ უნდა საპატრიარქოსთან და მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქმის გაფუჭება,“- განაცხადა ელისაშვილმა ნინოწმინდის პანსიონატის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.