წინასწარმეტყველ მუჰამედის სკანდალური კარიკატურების ავტორი გარდაიცვალა

ივლისი 19, 15:58
0
219

დანიელი მხატვარი, კურტ ვესტერგაარდი, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის სკანდალური კარიკატურებით გახდა ცნობილი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მხატვრის ოჯახის წევრების თქმით, ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ვესტერგაარდი 1980-იანი წლების დასაწყისიდან კონსერვატიული გაზეთის Jyllands-Posten- ის კარიკატურისტი იყო.

საქვეყნოდ ცნობილი ის 2005 წელს გახდა, როდესაც წინასწარმეტყველი მუჰამედის სკანდალური კარიკატურა შექმნა. ნამუშევარმა დანიაში პროტესტი გამოიწვია. ქვეყნის მთავრობამ მუსულმანური ქვეყნების უმეტესობის ელჩებისგან საჩივრები მიიღო. 2006 წელს კარიკატურები მუსულმანურ სამყაროში მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. არეულობების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.